აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სამთავრობო მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს და საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა ბათუმი ავარიული სახლების გარეშე. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოსთან ერთად პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში.
კერძო სექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს სახელმწიფო პროგრამის მექანიზმი. პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 000 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ქონების შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით. შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას, აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად უზრუნველყოფს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.