logo_geo
eng_logo
„ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია“ – რა გეგმა ჰქონდა „ნაცმოძაობას“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში?
- +

9 აგვისტო. 2016. 18:26


„უკიდურესად შემაშფოთებელია ის ვითარება, რომელიც ამჟამად შეიქმნა",- ამ სიტყვებით აფასებს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში სკონსტიტუცი სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.


როგორც ბესელიამ განაცხად, „ნაციონალური მოძრაობის" გეგმა იყო , საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გამოეწვიათ პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისი.


„საქართველოს პარლამენტი არის მხარე საკონსტიტუციო სასამართლოში. უკიდურესად შემაშფოთებელია ის ვითარება, რომელიც ამჟამად შეიქმნა. ვიდრე გამოძიება სწრაფად არ დაადგენს იმ უკანონო ფაქტებს, რასაც ადგილი ჰქონდა სასამართლოს მუშაობაში, სასამართლოს ნდობისა და მიუკერძოებლობის მიღწევა იქნება შეუძლებელი. დიახ, „ნაციონალური მოძრაობის"  გეგმა იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გამოეწვია პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისი და ამიტომაც ვუწოდე ამ გეგმას „საკონსტიტუციო რევოლუციის" მცდელობა.

 

პირველი: გავრცელდა საკონსტიტუციო სასამართლოს 5 წევრის განცხადება, რომ ხდებოდა ცალკეული სარჩელების შეცვლა და ეს არის საგანგაშო! რა მოტივი იკვეთება? როგორც მოსამართლეების ჯგუფმა განაცხადა, სარჩელები შესვლისთანავე გადამოწმდა და უკან დაუბრუნდა შენიშვნებით მხარეს, რათა გასწორებულიყო ხარვეზი იმ მიზნით, რომ ხელი არ შეშლოდა მის დაკმაყოფილებას. ანუ იკვეთეება, რომ პრაქტიკულად თავიდანვე არსებობდა შეთანხმება მხარესა და კონკრეტულ მოსამართლეს, თუ ცალკეულ მოსამართლეებს შორის, წინასწარვე გადაწყვეტილი იყო საქმის შედეგი, დანარჩენი კი იქნებოდა ფარსი. ეს მეტყველებს დანაშაულებრივ ქმედებაზე და ამით დარტყმის ქვეშ დგება საკონსტიტუციო სასამართლოს ნდობა და ავტორიტეტი. აუცილებლად საჭიროა ამ ფაქტების გამოძიება.

 

მეორე: პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არც ერთი გამოკითხული მოსამართლე არ ადასტურებს, რომ რაიმე ზეწოლა განხორციელდა მათზე და განცხადება ზეწოლის თაობაზე იყო „ნაცმოძრაობის" გეგმის შემადგენელი ნაწილი.

 

მესამე: ყველა სარჩელი, რომელიც "ნაცმოძრაობის" პოლიტიკურ ინტერესებში ექცეოდა, მაგალითად, უგულავას, „რუსთავი 2"-ის, კაბელების და ა.შ. ყველა ეს სარჩელი განსახილველად დაეწერა პირველ კოლეგიას. ხოლო მეორე კოლეგიას არც ერთი ასეთი სარჩელი არ გადასცეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იწვევს ძალიან საფუძვლიან ეჭვებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და კონკრეტული მოსამართლეები კვლავაც ასრულებენ „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთას",- განაცხადა ბესელიამ.



 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner