logo_geo
eng_logo
ვინც ყიდის სახლს და არ იცის, სად წაიღოს არქივები და წიგნები, ნუ აბარებთ მაკულატურაში ისე, ჩვენ რომ არ გვაჩვენოთ!
- +

30 მარტი. 2022. 19:02

 

 

„ქართველო ერო! ამას რას დაარქმევდით? მაკულატურაში ყრით იმას, რაც თქვენი რარიტეტია! ვისი ბრალია ეს? ვისი!!!!!

 

მშვიდობა თუ თავისუფლებაო?

 

ან თავისუფლება რა იცით და ან მშვიდობა! მონები ხართ, გაუნათლებელნი, ტლუები!

 

გაბრიაძის "შერეკილების" სცენარს რომ მოისვრი!

 

მივმართავ ყველას, ვისაც სახლში არქივები გაქვთ: ჩააბარეთ ეროვნულ ბიბლიოთეკას! ჩვენ მოვალთ და წამოვიღებთ. საჩუქარსაც მოგართმევთ. ვინც ყიდის სახლს და არ იცის, სად წაიღოს არქივები და წიგნები, ნუ აბარებთ მაკულატურაში ისე, ჩვენ რომ არ გვაჩვენოთ! ეს თქვენთვის მომგებიანიცაა. შეიძლება იმ არქივში ისეთი რამეა, რომ ვიყიდოთ. მაგალითად ამ კონკრეტულ დოკუმენტში ასობით ლარს გადავიხდიდით. ამით თქვენ თქვენს წინაპარს უკვდავს ხდით. ფოტოებიც გვაინტერესებს, ნებისმიერი ნაბეჭდიმასალა, ხელნაწერი, პლაკატი... დამირეკეთ: 599548291“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner