პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, „საქართველოს შრომის კოდექსში“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში,” ცვლილებების პროექტს.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორს მიაჩნია, რომ ვინაიდან 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, (რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში) საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უნდა აღინიშნებოდეს 9 აპრილს. მისივე თქმით, დამოუკიდებელ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმჯობესია, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის დღე აღინიშნებოდეს.
კენჭისყრის შედეგად კანონპროექტს მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 3.