logo_geo
eng_logo
ზუგდიდის დრამატული თეატრი კულტურის სამინისტროს მადლობას უხდის
- +

9 აგვისტო. 2016. 18:57


ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსტროს თეატრის სარეაბილიტაციო ფიზიკური სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების დასადგენი პროექტის დაფინანსებისთვის და თეატრის რეაბილიტაციის პროცესში აქტიური ჩართულობისათვის მადლობას უხდის.


ამის შესახებ თეატრის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

 

„ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სახელით მადლობას ვუხდით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსტროს, მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, პირადად მერს ირაკლი გოგოხიას თეატრის სარეაბილიტაციო ფიზიკური სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების დასადგენი პროექტის დაფინანსებისთვის და თეატრის რეაბილიტაციის პროცესში აქტიური ჩართულობისათვის", - ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სრულყოფილი საპროექტო-სარეაბილიტაციო დოკუმენტაციის მოსამზადებლად თანხა გამოიყო.


პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner