logo_geo
eng_logo
ოფიციალური კიევი უნგრეთის ხელისუფლების ბრალდებას საარჩევნო პროცესში ჩარევის შესახებ ღრმად ამორალურს უწოდებს
- +

30 მარტი. 2022. 19:38

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დასანანი უწოდა უნგრეთის ხელისუფლების ბრალდებას საარჩევნო პროცესში ჩარევის შესახებ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების პროცესში ჩარევაში დაადანაშაულა.

პიტერ სიიარტოს თქმით, ადგილი ჰქონდა კოორდინაციას უნგრეთის მემარცხენეებსა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შორის და რომ უკრაინა ცდილობდა გავლენა მოეხდინა 3 აპრილისთვის ჩანიშნულ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების კოალიციის სასარგებლოდ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ხელისუფლების ამ ბრალდებას ღრმად ამორალური ცრუ შეტყობინება უწოდა.

„განსხვავებით უნგრეთის ქცევისგან უკრაინაში, ჩვენ არასდროს ვერეოდით მათ საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. დასანანია იმის ხილვა, რომ მოკლევადიანი წინასაარჩევნო მიზნებისთვის როგორ იგონებს მინისტრი სიიარტო უაზრობას და ანგრევს ჩვენს ურთიერთობებს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაშენებდით“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner