logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას
- +

30 მარტი. 2022. 19:54

 

 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად ზეწოლას შეინარჩუნებს.

„დმიტრო კულებასთან უკრაინაში არსებული ვითარება განვიხილე. მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად და მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას“, - დაწერა ჟოზეფ ბორელმა Twitter-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner