უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა ევროპული ცივილიზაციის საფუძვლების შერყევაა.
„კოლექტიური პასუხისმგებლობა ევროპული ცივილიზაციის საფუძვლების შერყევაა. არ შეიძლება კოლექტიური პასუხისმგებლობა არსებობდეს. უმჯობესია წლების განმავლობაში ჩაკირკიტებით მუშაობა კონკრეტული დამნაშავე პირების დასადგენად, ვიდრე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაწესება. სხვა საქმეა, თუ პუტინის რეჟიმი მოშორებული იქნება. რუსეთის სახელმწიფოს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა კერძო და კორპორატიული სარჩელებით“, - აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში.