logo_geo
eng_logo
მიშელ ბაჩელეტის თქმით, უკრაინაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი პირის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა
- +

30 მარტი. 2022. 20:13

 

 

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში გაერომ 1 189 სამოქალაქო პირის, მათ შორს 98 ბავშვის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ BBC გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარ მიშელ ბაჩელეტზე დაყრდნობით წერს.

ბაჩელეტის თქმით, ეს რიცხვი სავარაუდოდ გაცილებთ დიდია, თუმცა მსხვერპლის დაზუსტება ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებში, მაგალითად მარიუპოლში, რთულია.

„სამოქალაქო პირები განუზომელ ტანჯვას განიცდიან, ჰუმანიტარული კრიზისი კრიტიკულ ზღვარზეა“, - განაცხადა ბაჩელეტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner