მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარი დიდიე რეინდერსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე წერს.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე დემოკრატის, კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით. ასევე ვიმსჯელეთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერასა და ქვეყნის სიმტკიცეზე რუსეთის ომის გამოწვეული რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში“, - წერს რეინდერსი.