logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ბიზნესმენები იძულებულები იყვნენ პოლიტიკური მაფიოზების დავალებები შეესრულებინათ
- +

9 აგვისტო. 2016. 19:03


ვისაცნაციონალური მოძრაობის" წევრებს ეძახით, მე ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისგან გათავისუფლებულ ადამიანებს ვუწოდებ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს.


სესიაშვილის თქმით, ბიზნესმენები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერდნენ, ამას აკეთებდნენ არა საკუთარი ნებით, არამედ  იძულებული იყვნენ პოლიტიკური მაფიოზების დავალებები შეესრულებინათ".


აქვე სესიაშვილი ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ყველა ბიზნესმენი „ქართული ოცნების" მმართველობის სტილის მხარდამჭერია.


წინა ხელისუფლების პოლიტიკური შეხედულებები ძალიან შორს არის იმ რეალობისგან, იმ დემოკრატიული მმართველობისგან, რასაც ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ. რეალობაა ის და კარგად გავიხსენოთ, რომ ზოგიერთი მათგანი, განსაკუთრებით ბიზნესმენები, არა საკუთარი ნებით იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, არამედ იძულებული იყვნენ პოლიტიკური მაფიოზების დავალებები შეესრულებინათ, რათა მათი რესურსი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ისინი ვინც ბიზნესმენები იყვნენ, აიძულებდნენ, რომ პარლამენტში კენჭი ეყარათ და შემდგომ მათი ინიციატივებისთვის მხარი უსიტყვოდ დაეჭირათ. ბევრ მათგანს მოუწია ბიზნესის ხარკის ჩატანა წინა ხელისუფლებისათვის", - განაცხადა სესიაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner