logo_geo
eng_logo
CNN: აშშ მიიჩნევს, რომ პუტინს მისი მრჩევლები არასწორ ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდად მოქმედებენ უკრაინაში რუსი სამხედროები
- +

30 მარტი. 2022. 20:35

 

 

აშშ მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს მისი მრჩევლები დეზინფორმაციას აწვდიან უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედებებისა და რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის შესახებ. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ პუტინს მისი მრჩევლები არასწორ ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდად მოქმედებენ რუსი სამხედროები და რა ზარალს განიცდის რუსეთის ეკონომიკა სანქციების შედეგად, რადგან მის უფროს მრჩევლებს ძალიან ეშინიათ მისთვის სიმართლის თქმა“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

ოფიციალური პირის თქმით, აღნიშნული შეფასება აშშ-ის დაზვერვის დასკვნებს ეფუძნება.

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პუტინმა გაიგო დეზინფორმაციის შესახებ, რამაც განხეთქილება გამოიწვია პუტინსა და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებს შორის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner