ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „სამართლებრივ ნაბიჯებს“ გადადგამენ რუსეთთან შესაერთებლად.
„მივიჩნევ, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა. ამ გზაზე ვივლით. ჩვენ უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.