რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებს გაწევრიანების შესახებ
-
+
30 მარტი. 2022. 21:05
ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებს გაწევრიანების შესახებ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა TWITTER-ში წერს.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შ. პაპუაშვილს შევხვდი. მისასალმებელია დიპლომატიური მხარდაჭერა უკრაინისადმი. ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებს გაწევრიანების შესახებ. კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ხელშესახები საპარლამენტო დიალოგი დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, - წერს მეცოლა.