logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება
- +

30 მარტი. 2022. 21:58

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა იმას, რომ საბოლოო შედეგი არ უნდა იყოს მხოლოდ რუსების უკრაინიდან გაგდება, არამედ პუტინის კრემლიდანაც გაგდება, ბორის ჯონსონმა უპასუხა:

აბსოლუტურად მკაფიოა, რომ პუტინის ხელისუფლებადან ჩამოშორება არ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი. ჩვენ უბრალოდ მიზნად ვისახავთ დავეხმაროთ უკრაინის ხალხს დაიცვას საკუთარი თავი და დავიცვათ ისინი აბსოლუტურად ბარბაროსული და უგუნური ძალადობისგან. სწორედ ამას ვაკეთებთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner