ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჯანდაცვის 80-ზე მეტი დაწესებულება თავდასხმის სამიზნე გახდა.
„ჩვენ აღშფოთებულნი ვართ იმით, რომ ჯანდაცვის ობიექტებზე თავდასხმები გრძელდება. რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 82 თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 72 ადამიანი დაიღუპა და 43 - დაშავდა, მათ შორის პაციენტები და ჯანდაცვის მუშაკები. ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.