მიხეილ სააკაშვილი არ შეიცვლის თავის წარმოდგენებს, ხელისუფლებაში მობრუნება უნდა ყველა მანქანის გამოყენებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა თანაგუნდელებს პარლამენტიდან გამოსვლისკენ უკვე მეორედ მოუწოდა, რაც სერიოზული გზავნილია.
„არის თემები, რომლებზეც გვაქვს დებატები, ხშირ შემთხვევაში ძალიან მწვავედაც. ასეც უნდა იყოს, ჩემი აზრით. და ეს, ბუნებრივია, სააკაშვილს არ აწყობს. პარლამენტის შიგნით პოლიტიკურ ძალებს შორის ნებისმიერი ამგვარი მეტ-ნაკლებად ცივილიზებული ურთიერთობა დავიწყების საბურველში ახვევს სააკაშვილს, მათ შორის „მიშიზმსაც“ - ტრაგიკულ და კატასტროფული მოვლენას საქართველოს დღევანდელობისთვის. ის ამას გრძნობს - ტყავით, კანით, სხეულით გრძნობს, რომ ცხოვრება გრძელდება, ქვეყანა ვითარდება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.