logo_geo
eng_logo
უკრაინის ქალაქ დნიპროზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
- +

31 მარტი. 2022. 00:10

 

 

უკრაინის ქალაქ დნიპროზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალება „The Kyiv Independent” ავრცელებს.

ხელისუფლება ჯერ არ ასახელებს რა იყო სამიზნე. დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა ავიაიერიშის შესახებ და დასძინა, რომ ის ელოდება ოფიციალურ შეტყობინებას უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციისგან, სანამ დამატებით კომენტარს გააკეთებს.

ცნობისთვის, ცენტრალურ უკრაინაში მდებარე ქალაქ დნიპროში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მანამდე დნიპრომ მხოლოდ რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განიცადა, მათ შორის ერთი, რომელმაც სერიოზულად დააზიანა მისი აეროპორტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner