„პაპუაშვილის ქმედებები თავიდან ბოლომდე საპარლამენტო არჩევნების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული",- ამ სიტყვებით აფასებს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე „ასავალ-დასავალთან" საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
ასევე არეშიძემ აღნიშნა, რომ პაპუაშვილს მიხეილ სააკაშვილისგან დავალებული ჰქონდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეეტანა, რომელიც პაპუაშვილმა ვერ შეასრულა.
„ბოლო დროს საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე მოვლენები რომ ავიღოთ, გიორგი პაპუაშვილის ქმედებები თავიდან ბოლომდე საპარლამენტო არჩევნების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული!
პაპუაშვილს სააკაშვილისგან და ნაციონალებისგა დავალებული ჰქონდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეეტანა, რასაც, ფაქტობრივად, მთელი საარჩევნო კანონმდებლობის პარალიზება მოჰყვებოდა.
თუმცა, პაპუაშვილმა ეს დავალება ვერ შესრულა და ზუსტად ამის შემდეგ იყო, რომ რაღაც გარკვეულ ზეწოლებზე ალაპარაკდა",- განაცხადა არეშიძემ.