logo_geo
eng_logo
პენტაგონი: გასამხედროებული ჯგუფი „ვაგნერის“ დაახლოებით 1 000 წევრი ახლა უკრაინის დონბასის რეგიონში იმყოფება
- +

31 მარტი. 2022. 00:50

 

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული გასამხედროებული ჯგუფი „ვაგნერის“ დაახლოებით 1 000 წევრი ახლა უკრაინის დონბასის რეგიონში იმყოფება.

ჯონ კირბის თქმით, აშშ-მა დააფიქსირა, რომ რუსეთი გააქტიურდა დონბასის რეგიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა „ვაგნერის“ ჯგუფს დაახლოებით 1 000 ადამიანი ჰყავს განთავსებული დონბასში. ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ საჰაერო თავდასხმებს დონბასის ზონაში“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner