logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პლაცდარმს იქმნიან, რომ სამომავლოდ უკრაინის დახმარების ფული მიითვისონ
- +

31 მარტი. 2022. 00:53

 

 

სააკაშვილი იქ აღარავის აღარ აინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წვერი უკრაინაში საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის არის ჩასული. პლაცდარმი იქმნება იმისთვის, რომ სამომავლოდ უკრაინის დახმარების ფული მიითვისონ, - ამის შესახებ „იმედი live“-ში რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„ადრე თუ გვიან, რაიმე ფორმით ეს უბედურება უკრაინაში დამთავრდება. აბსოლუტურად უსუსური აღმოჩნდა დასავლური სამყარო და ვერაფრით ვერ დაიცვა უკრაინა. ეს მძიმე გაკვეთილია და ამ გაკვეთილიდან ჩვენც ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ და უნდა გვესმოდეს, რომ განსაცდელის ჟამს ყველა მარტო რჩება განსაცდელთან და ეს არის მშვენიერი მაგალითი. მაგრამ ეს განსაცდელი რომ დამთავრდება და ანაზღაურება მოხდება ამ უბედურების, რაც დაუშვა დასავლეთმა და ნატომ პირველ რიგში, რადგან მე არ მესმის რა პრინციპით შეიძლება ქვეყნებისა და ადამიანების დაყოფა, ვისი დახოცვა შეიძლება და ვიცი არა. ამას მოჰყვება უკრაინის ძალიან დიდი ფინანსური დახმარება. „ნაციონალური მოძრაობის“ წვერები გაწაფულები არიან ამ ფინანსური დახმარების დაუფლებაში და ამის მშვენიერი მაგალითია სააკაშვილი, კეზერაშვილი“, - განაცხადა ხაინდრავამ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner