logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმი“ 10 აპრილის შემდეგ გაიმართება
- +

31 მარტი. 2022. 00:54

 

 

ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმი“ 10 აპრილის შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ე.წ. „პრეზიდენტის“, ანატოლი ბიბილოვის წარმომადგენელმა, დინა გასიევამ განუცხადა.

მანამდე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „სამართლებრივ ნაბიჯებს“ გადადგამენ რუსეთთან შესაერთებლად.

„მივიჩნევ, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა. ამ გზაზე ვივლით. ჩვენ უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner