logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა სასამართლოზე, რომ უნდა ჩამოვახრჩოთ ეს მთავრობა და ჩამოვაგდოთო
- +

31 მარტი. 2022. 00:55

 

 

სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა და ყველამ მოვისმინეთ სასამართლოზე მისი განცხადება იმის შესახებ, რომ უნდა ჩამოვახრჩოთ ეს მთავრობა და ჩამოვაგდოთო. ეს ხომ ყველაფერი გაცხადებულია და მეტი რაღა უნდა მოხდეს?! ამათ რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ იარაღის აღების, ადგილზე დაგვხვრეტდნენ, არ აქვთ ამის შესაძლებლობა, თუმცა სიტყვიერად ამას აკეთებენ, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისმა ფსევდო დემოკრატიის ერა დაასრულა, ისევე, როგორც ფსევდო ლიბერალიზმი.

„ფსევდო დემოკრატიის თამაშს თავი უნდა დავანებოთ, ეს მსოფლიო ლიბერალიზმი დამთავრდა, ისევე, როგორც ჩემი აზრით, დემოკრატია. მესამე მსოფლიო ომის დასაწყისმა ფსევდო დემოკრატიის ერა დაასრულა, ისევე, როგორც ფსევდო ლიბერალიზმის. ამან მოიტანა ის შედეგი, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ამიტომ დღეს უფრო პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ რაც ჩვენ გარშემო ხდება იმას და პირველ რიგში იმას, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. ჩემი მოთხოვნაა და ალბათ, ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების დიდ უმრავლესობას წარმოვადგენ, უნდა დაიწყოს გამოძიება და ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი საქართველოს მოსახლეობისა და ქართული კანონმდებლობის წინაშე იმ მცდელობის გამო, რაც საქართველოს ჩამოშლასა და ომში ჩართვას გულისხმობდა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner