logo_geo
eng_logo
ლევან კოჭლოშვილი: ლეონიდ ჩერნოვეცკი სააკაშვილთან დაახლოებული პირია!
- +

8 მარტი. 2016. 11:24



მოძრაობა „ივერიელების" ხელმძღვანელი ლევან კოჭლოშვილი „ასავალ-დასავალთან" კიევის ყოფილ მერზე ლეონიდ ჩერნოვეცკიზე საუბრობს და ამბობს, რომ ის სააკაშვილთან დაახლოებული პირია. მისივე თქმით, ჩერნოვეცკიმ და სააკაშვილმა მოილაპარაკეს, რომ საქართველოში პოლიტიკური აქტიურობის სანაცვლოდ უკრაინაში არსებული ბიზნესი ხელშეუხებელი იქნებოდა და ამ პირობის შესრულების შემდეგ ჩერნოვეცკი საქართველოში პოლიტიკურ აქტივობებს დაიწყებს.



„კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი სააკაშვილთან მეტად დაახლოებულია. ქართულ სინამდვილეში მიშამ უკრაინელი ჩერნოვეცკი იმ მიზნით „შემოაგდო", რომ ბიძინა ივანიშვილის მოჩვენებითი ალტერნატივა შეიქმნას - აი, მხსნელად კიდევ ერთი ოლიგარქი მოგვევლინაო. თუ მის სტატუსებსა და პოსტებს გადახედავთ, ნახავთ, რომ დიდი სურვილი აქვს, ჰუმანურ კაცად გამოჩნდეს და ჩვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანის როლი მოირგოს.

 

ჩერნოვეცკი ჯერ ფულის ხარჯვისა და პოლიტიკის „კეთების" ფაზაში არ გადასულა. მან და სააკაშვილმა მოილაპარაკეს, რომ საქართველოში პოლიტიკური აქტიურობის სანაცვლოდ უკრაინაში არსებული ბიზნესი ხელშეუხებელი იქნებოდა. ლეონიდის აქტივებს უკრაინაში ამჟამად მისი შვილი სტეპან ჩერნოვეცკი განაგებს, თუმცა, როგორც მამას ატყობინებს, დაპირება სრულფასოვნად არ სრულდება და ამიტომ უკრაინელიც ჯერჯერობით ქართული პოლიტიკის ასპარეზზე აქტიურად გამოსვლას არ აპირებს. მაგრამ როგორც კი სამშობლოდან დადებითი პასუხი მოუვა, მალე ნახავთ, რა რაოდენობის ფულს დახარჯავს ჩერნოვეცკი საქართველოში. არსებობენ პიარ-სამსახურები, რომლებიც ახალ „პროდუქტს" შესანიშნავად შეფუთავენ და ეს პარტიის დასაარსებლად სავსებით საკმარისი იქნება", - განაცხადა კოჭლოშვილმა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner