logo_geo
eng_logo
ნინო სურგულაძე: ადრე თუ გვიან, მომიწევს სცენაზე უარის თქმა
- +

9 აგვისტო. 2016. 19:18


მომღერალი ნინო სურგულაძე „კვირის პალიტრასთან" ბლიც-ინტერვიუში თავის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე საუბრობს.

 

- უარს ვერასოდეს ვიტყვი...

 

- ალბათ, მაინც სიმღერაზე, ასევე სცენაზე, თუმცა ვიცი, რომ დრო გადის და, ადრე თუ გვიან, მომიწევს სცენაზე უარის თქმა.

 

- ვრისკავ...

 

- მიყვარს რისკი. სხვანაირად ცხოვრება უფერული იქნება, თუმცა უაზროდ გარისკვა არ ღირს.


- მაბრაზებს...

 

- ტყუილი ყველაზე მიუღებელია, როგორ შეუძლიათ თვალებში გიყურონ, ერთგულებაში დაგარწმუნონ და ისე მოგატყუონ, რომ წარბიც არ შეიხარონ. ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში ისეთი, რამაც შეიძლება გული გატკინოს, თუნდაც უსამართლობამ თუმცა მინდა დავიჯერო, რომ ცხოვრებაში უფრო მეტია ისეთი, რაც შეიძლება გიყვარდეს და გიხაროდეს.

 

- თავისუფლება ჩემთვის არის...

 

- ბევრისთვის თავისუფლება ის არის, რაც უნდა ის აკეთოს, რაც მოესურვება ის ილაპარაკოს. ეს ჩემთვის თავისუფლება ნამდვილად არ არის.

 

- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

 

- მოვლენები რომლებიც ეხება ოჯახს, თუნდაც ოჯახის წევრის გარდაცვალება. ასევე მცვლიან ადამიანები, რომლებიც შემხვდნენ ცხოვრებაში.

 

- ვამაყობ...

 

- ვამაყობ, რომ ავისრულე დიდიხნის სურვილი - ეს არის ფონდი, რომელიც შევქმენი მეგობრებთან ერთად და რომლის მეშვეობითაც ვეხმარებით ადამიანებს, რომელთაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ.

 

- დრო არის...

 

- დრო დაუნდობელია, სამწუხაროდ, არ ვიცით დროის ფასი, გვგონია, მუდამ ბევრი დრო გვექნება, სულ ახალგაზრდები ვიქნებით, არადა, დრო არ გვინდობს.

 

- მოხუცი ალბათ ვიქნები...

 

- სიბერეზე ფიქრისას ბებია მახსენდება და ყველა ის მოხუცი, რომლებიც ყველაზე ახლობლები იყვნენ... ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მინდა, ის არის, რომ მარტო არ ვიყო...


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner