„იწყება ახალი მეგობრობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო მიზნებს, ძლიერი ევროპა ჩვენს გონებაშია”, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე Twitter-ზე წერს.
„ახლახან შესანიშნავი შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილსა და რობერტა მეცოლას შორის. იწყება ახალი მეგობრობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო მიზნებს, ძლიერი ევროპა ჩვენს გონებაშია!” - წერს ქარუმიძე.