logo_geo
eng_logo
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს
- +

31 მარტი. 2022. 11:09

 

 

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. დაღუპულის ჩამოსვენებას ისინი მუხლმოდრეკილი და სანთლებით ხელში დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ დავით გობეჯიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები.

 

დავით გობეჯიშვილი 26 მარტს, ქალაქ ირპენში შეტაკებებისას დაიღუპა. ქართველ მებრძოლს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

უკრაინაში ამ დრომდე ოთხი ქართველი მებრძოლია დაღუპული. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს დაიღუპნენ.

 

რაც შეეხება კიდევ ერთი დაღუპულის, ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენების საკითხს, რომელიც მარიუპოლში 19 მარტს დაიღუპა, ადგილზე შექმნილი რთული ვითარების გამო მისი გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner