„პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საკუთარი ელჩის გაწვევა აშკარა დემარშია არა მარტო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, არამედ მთელი ქართველი ერის მიმართაც, რომელიც უდიდეს სოლიდარობას იჩენს რუს ოკუპანტებთან მამაცურად მებრძოლი უკრაინელებისადმი“,- ამის შესახებ უკრაინის ყოფილი ელჩი ლატვიაში, პოეტი და მწერალი რაულ ჩილაჩავა Facebook-ზე წერს.
„მე, როგორც უკრაინის მოქალაქეს და მის ყოფილ ელჩს ლატვიაში, მწყინს, რომ ეს ფაქტი შავ ლაქად დააჩნდება მართლაც მოძმე ორი ერის მრავალსაუკუნოვან და შეუბღალავ ურთიერთობათა ისტორიას!“ - წერს ჩილაჩავა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა.