logo_geo
eng_logo
რაულ ჩილაჩავა: პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საკუთარი ელჩის გაწვევა აშკარა დემარშია არა მარტო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, არამედ მთელი ქართველი ერის მიმართაც
- +

31 მარტი. 2022. 11:10

 

 

„პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საკუთარი ელჩის გაწვევა აშკარა დემარშია არა მარტო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, არამედ მთელი ქართველი ერის მიმართაც, რომელიც უდიდეს სოლიდარობას იჩენს რუს ოკუპანტებთან მამაცურად მებრძოლი უკრაინელებისადმი“,- ამის შესახებ უკრაინის ყოფილი ელჩი ლატვიაში, პოეტი და მწერალი რაულ ჩილაჩავა Facebook-ზე წერს.

 

„მე, როგორც უკრაინის მოქალაქეს და მის ყოფილ ელჩს ლატვიაში, მწყინს, რომ ეს ფაქტი შავ ლაქად დააჩნდება მართლაც მოძმე ორი ერის მრავალსაუკუნოვან და შეუბღალავ ურთიერთობათა ისტორიას!“ - წერს ჩილაჩავა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner