logo_geo
eng_logo
მაიკლ ჩეჩირე: ბიბილოვი და მისი წინამორბედები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ანექსია ძალიან ახლოსაა
- +

31 მარტი. 2022. 12:19

 

 

ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების განცხადებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით კავკასიის საკითხებში ანალიტიკოსი მაიკლ ჩეჩირე ეხმაურება.

 

„შეგახსენებთ, რომ ბიბილოვი და მისი წინამორბედები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ანექსია ძალიან ახლოსაა. გასაგებია, რომ ამჯერად შეიძლება სხვაგვარად იყოს, რეგიონში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, მაგრამ მე ამას წინასწარ გადაწყვეტილად არ ჩავთვლიდი“, - აცხადებს ჩეჩირე.

 

ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner