logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მოკლე პერიოდში შედეგის დადება ჩემი მთავარი მიდრეკილებაა
- +

9 აგვისტო. 2016. 20:03


ჟურნალ „თბილისელებს" განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესაუბრა. ინტერვიუ სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მიდრეკილება შედეგის მოკლე პერიოდში დადებაა.


„რაც გასაკეთებელია ვაკეთებ, პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ სიბეჯითე მაკლია. სტუდენტობის დროს, როცა გამოცდებისთვის ვიწყებდი მეცადინეობას, ჩემს მეგობრებს სამი კვირით ადრე ჰქონდათ  დაწყებული. მოკლე პერიოდში შედეგის დადება არის ჩემი მიდრეკილება. ბეჯითი და გამრჯეაო -  ჩემზე არაა ნათქვამი. ჩემს კარიერაში იყო იღბალი, ღვთის წყალობა, ოღონდ, არ ვიცი რისთვის გადაწყვიტა უფალმა გამომსვლოდა ის, რაც გამომივიდა და ის, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, შინ თუ გარეთ, არაჩვეულებრივი ადამიანები ზრუნავენ ჩემს კარგად ყოფნაზე. გამიმართლა მეგობრებში, თანამშრომლებში, ოჯახში. სხვათა შორის, ბაბუაჩემი ნესტორ გიორგაძე ვაჭრობის მძიმე და მსუბუქი მრეწველობის მინისტრი იყო; მისი აშენებულია რუსთავი და, როგორც ამბობენ, გარეგნულად ბაბუას ვგავარ. ის საბჭოთა დროის მინისტრი იყო, მე როგორი ვიქნები - დრო გვიჩვენებს. ეს ჩაცმულობა ჩემთვის ცოტა არაკომფორტულია, მაგრამ, როცა ჯარში ხარ, ამასაც უნდა შეეგუო", - აღნიშნა ჯეჯელავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner