logo_geo
eng_logo
გურამ გურამიშვილი: საქართველოს სატრანსპორტო კორიდორში ყაზახეთიდან დამატებით 2 მლნ ტონა ნავთობი და სხვა ნავთობპროდუქტი გაივლის
- +

31 მარტი. 2022. 12:32

 

 

„ყაზახეთის მხარესთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება საქართველოს სატრანსპორტო კორიდორში ნავთობის და ნავთობპროდუქტების დამატებითი მოცულობების გადაზიდვის შესახებ. კერძოდ, 2022 - 2023 წლებში დაგეგმილია ყაზახური წარმოშობის დაახლოებით 2 მლნ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ტრანსპორტირება“, - განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა. მისი თქმით, „საქართველოს რკინიგზა“ ასევე აქტიურად მუშაობს შუა კორიდორში მშრალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებითაც. რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვებით ტრანსპორტირებული ტვირთების სტატისტიკური მონაცემების შედარების შედეგად, ცხადი ხდება, რომ, პანდემიის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი ზრდის დინამიკით ხასიათდება, რაც ხაზს უსვამს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2021 წელს რკინიგზით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 10.2 მილიონი ტონა, რაც 2020 წელთან შედარებით 11.3%-ით მეტია  და 9.2 მილიონი ტონას შეადგენს. მისი თქმით, 2021 წელს BTK-თი (გარდაბანი-ახალქალაქი და უკუმიმართულება) გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 20,492 TEU, რაც 2020 წელთან  შედარებით 95.7%-ით მეტია, ამასთან, 2021 წელს შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 10,094 TEU, რაც 2020 წელთან  შედარებით 221.6%-ით მეტია.

 

რაც შეეხება ტვირთბრუნვას 2022 წლის დასაწყისში, გურამ გურამიშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში რკინიგზით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 1.8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით მეტია და 1.6 მილიონ ტონას შეადგენს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში 2022 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში BTK-თი (გარდაბანი-ახალქალაქი და უკუმიმართულება) გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა    4,074 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78.2%-ით მეტია (2,286 TEU).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner