logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი საქართველოს უსინათლოთა კავშირის ახალარჩეულ თავმჯდომარეს შეხვდა
- +

31 მარტი. 2022. 14:45

 

 

პარლამენტის ფრაქციის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ,  ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ახალარჩეულ თავმჯდომარესთან, სოფო ხუციშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლების განსაკუთრებით პრიორიტეტულია უსინათლო  ადამიანებისათვის.

 

„უსინათლოთა კავშირის ახალარჩეულ თავმჯდომარესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ უსინათლოთა კავშირს ხელმძღვანელობს ქალი ლიდერი. ჩემთვის განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი, რომ ერთდროულად შშმ ლიდერი წარმოადგენს ქალთა საზოგადოებას და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ორმაგი დატვირთვა არსებობს უფლებების მხრივ. ჩვენ განვიხილეთ უსინათლოთა და მცირემხედველი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც საქართველოს პარლამენტი უნდა მუშაობდეს.  მათ შორისაა ნების ნამდვილობის ინიციატივა, რომელიც პარლამენტში პროექტის სახით არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე საგაზაფხულო სესიაზე მივიღოთ. ვიმსჯელეთ ასევე ინფორმაციის მისაწვდომობასთან  და სხვადასხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

 

შეხვედრაზე სამომავლო პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner