„თავისუფალი თეატრი" ის დამოუკიდებელი თეატრია, რომელიც თავის პატარა, 180 ადგილიან დარბაზში 21 წელია, პერმანენტულად გაცილებით მეტ მაყურებელს იღებს, ვიდრე დიდი თეატრები“, - ამის შესახებ თავისუფალი თეატრის რეჟისორი, ავთანდილ ვარსიმაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ჩემი და თქვენი „თავისუფალი თეატრი" 21 წლის გახდა. „თავისუფალი თეატრი" ჩემი სიამაყეცაა, სიყვარულიც და ახდენილი ოცნებაც.
ესაა თეატრი, რომელსაც ჰყავს საუკეთესო თეატრალური დასი, ამ დასის თითოეული წევრი დაამშვენებდა მსოფლიოს ნებისმიერ სცენას. ამ თეატრის დარბაზში კი ნახავთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო, რჩეულ თეატრალურ მაყურებელს. ნიჭიერ, ინტელექტუალურ ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს.
„თავისუფალი თეატრი" ის დამოუკიდებელი თეატრია, რომელიც თავის პატარა, 180 ადგილიან დარბაზში 21 წელია, პერმანენტულად გაცილებით მეტ მაყურებელს იღებს, ვიდრე დიდი თეატრები. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ 21 წელია ერთგულნი ვართ ჩვენი დევიზის: „თეატრი, რომელიც სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს!“
დღეს ჩვენი დაბადების დღეა და დღევანდელ დღეს „ოტელოს" პრემიერით აღვნიშნავთ.
ყველას ვულოცავ „თავისუფალი თეატრის" დაბადების დღეს!“ - აღნიშნავს ავთანდილ ვარსიმაშვილი.