logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომის უფლება!
- +

9 აგვისტო. 2016. 20:27


ქართულმა ოცნებამ" 2012-ში რეალური და არა ვირტუალური ქვეყნის შენება დაიწყო, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ამბროლაურში, ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" იზრუნებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სწავლა-განათლებაზე, სკოლების, ბაღების რეაბილიტაციასა და გზების შეკეთებაზე.



"ჩვენ მივიღეთ „მთის კანონი", რომელიც, დარწმუნებული ვარ, მიგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ამ უნიკალურ მხარეში ბევრ მშრომელ ადამიანს დააბრუნებს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დამერწმუნებით, წლობით გაფუჭებულ საქმეს ერთი ხელის მოსმით ვერ გამოასწორებ. ბუნებრივმა სტიქიებმა თუ ადამიანურმა სისასტიკემ და გულგრილობამ ამ მხარეს დიდი დარტყმა მიაყენა. ჩვენ სიტუაციის გამოსწორება ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ. უპირველესად ადამიანები გავათავისუფლეთ, მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე ვიზრუნეთ და ვზრუნავთ დღესაც", - განაცხადა კალაძემ.


მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ" მთავარი უკვე გააკეთა - ძლიერი ქვეყნის აშენებისთვის მყარი საფუძველი ჩაყარა.


"ახლა სწრაფი განვითარების დროა. ჩვენ ახალი შესაძლებლობები გავაჩინეთ, ძლიერი გუნდი შემოვიკრიბეთ, ხარვეზებიც გავაანალიზეთ და მომავლის ქმედითი, მკაფიო გეგმა შევიმუშავეთ. ამ გეგმას თქვენი მხარადაჭერით, თქვენი მონაწლეობით და თქვენსავე სასიკეთოდ, აუცილებლად განვახორციელებთ. ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომის უფლება. ჩვენი მართვის გამოცდილება რეალური შედეგებითაა განმტკიცებული. ჩვენ ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობა შეგვიძლია. ჩვენ ვართ უალტერნატივო ქმედითი პოლიტიკურ ძალა - ჩვენ ვართ მმართველი ძალა. არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ აქვს ქვეყნის განვითარების რეალური რესურსი და შესაძლებლობა. ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც ზუსტად იცის რა, როგორ და ვისთან ერთად გააკეთოს. ჩვენ გვყავს პროფესიონალთა განახლებული გუნდი, ძლიერი, საქმესა და შედეგზე ორიენტირებული ლიდერი, სწორედ ეს არის ჩვენი სწრაფი განვითარების მყარი გარანტი. ჩვენი გზა - სწორი, სვლა - სწრაფი და დინამიკური, მიზანი კი - ევროპული კეთილდღეობის საქართველოა და ამ გზას ჩვენ ერთად გავივლით. ერთად დავძლევთ სიძნელეებს, ერთად მივალთ გამარჯვებამდე", - განაცხადა კალაძემ.


"მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ნიკორწმინდის დიდი დღესასწაული და, თქვენთან ერთად, კიდევ მრავალი ათასწლეული, ერთიანობა და სიძლიერე ვუსურვო საქართველოს. მახარებს და მაძლიერებს თქვენთან ყოფნა, რადგან თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც მუდამ ქმნიდა და აშენებდა, ვინც ყოველთვის მშვიდი რუდუნებით ემსახურებოდა სამშობლოს. სწორედ სამშობლოს გასაჭირმა გაგვაერთიანა 2012 წელს, როდესაც ქუდზე კაცი გამოვედით და დავამტკიცეთ, რომ ქვეყნის მართვა და შენება რეპრესიების, ტერორის, ადამიანების დამცირებისა და შიშის გარეშეც არის შესაძლებელი. 2012-ში ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვას ერთად გადავარჩინეთ. სასტიკ რეჟიმს ადამიანური პოლიტიკა, პოპულიზმს - რეალური შედეგი, ახირებულ მმართველობას - გონივრული მართვა დავუპირისპირეთ. რაჭას დიდი ენერგეტიკული, სამრეწველო-ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო, კულტურული და სამკურნალო ტურიზმის პოტენციალი აქვს. ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და ბუნებისგან ბოძებული სიკეთეები, წინაპართა შრომით დღემდე მოტანილი სიმდიდრე, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობად ვაქციოთ", - აღნიშნა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner