logo_geo
eng_logo
ნატო მეტონიძე: თიკა რუხაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს უფრო აქტუალურს გახდის და ნამდვილ სახეს დაუბრუნებს
- +

9 აგვისტო. 2016. 20:29


ჩვენი ამოცანაა, სასახლე გახდეს კიდევ უფრო აქტუალური და ნამდვილ სასახლეს დაემსგავსოს. ვფიქრობთ, რომ თიკა რუხაძე ამას მოახერხებს", - ამის შესახებ მომღერალმა ნატო მეტონიძემ „რეპორტიორს" მოსწავლე-ახალგაზრდობის დირექტორის პოსტზე თიკა რუხაძის კანდიდატურის წარდგენაზე საუბრისას განუცხადა. როგორც ნატო მეტონიძემ აღნიშნა, თიკა რუხაძეს აქვე ყველა ის თვისება და გამოცდილება, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ხელმძღვანელს სჭირდება.


„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ძალიან ვგულშემატკივრობ. მე ამ სასახლეში გავიზარდე, „მზიურში" ვმღეროდი და ამიტომ, აქამდე მომყვება ამ სასახლის გულშემატკივრობა.

 

როდესაც გავიგეთ, რომ სასახლის დირექტორის თანამდებობაზე ადგილი ვაკანტური იყო, თავად შევთავაზეთ თიკას, რომ წარვადგენდით მის კანდიდატურას და ვთხოვეთ, რომ ეფიქრა ამაზე. გავაკეთეთ საინიციატივო ჯგუფი და შევიტანეთ განცხადება მერიაში. ჩვენ ვენდობით თიკას და გვეიმედება იმ თვალსაზრისით, რომ ის მიხედავს სასახლეს. მას გამოცდილება აქვს ძალიან დიდი და რასაც ხელს ჰკიდებს, ყველაფერს ძალიან მაღალი ხარისხით აკეთებს. ამიტომ, როგორც სასახლის გულშემატკივარმა, მხარიდავუჭირე კი არა, უბრალოდ, ძალიან დიდი სურვილი გამოვთქვი თიკას კანდიდატურის შესახებ.

 

ვინც თიკას იცნობს ყველამ კარგად იცის მისი გაკეთებული ბევრი სასიკეთო საქმის შესახებ  და გაუგია, მის კაცთმოყვარეობაზე, მის ცოდნაზე, პასუხისმგებლობაზე. ყველა თვისება რაც მას გააჩნია, ამ საქმეს ძალიან წაადგება.

 

ჩვენი ამოცანაა, სასახლე გახდეს კიდევ უფრო აქტუალური და ნამდვილ სასახლეს დაემსგავსოს. ვფიქრობთ, რომ თიკა რუხაძე ამას მოახერხებს", - აღნიშნა ნატო მეტონიძემ.

 

შეგახსენებთ, 30-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოზიციაზე თიკა რუხაძის კანდიდატურა წარადგინა. საინიციატივო ჯგუფში არიან ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, დავით დოიაშვილი და საქართველოს კულტურის სხვა გამოჩენილი მოღვაწეები.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner