logo_geo
eng_logo
ვენეციის ბიენალეს ფარგლებში სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების ვინაობა გამოვლინდა
- +

31 მარტი. 2022. 16:47

 

 

წელს პირველად, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენის მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში იმუშავებს სახელოვნებო

 რეზიდენცია ახალგაზრდებისათვის.

 

 

სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა და გამარჯვებული ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია. ესენი არიან (რიგითობა მოცემულია ასაკის მიხედვით):

 

 

  1. მარიამ ჩირგაძე - 21 წლის, ხელოვნებათმცოდნე, გამოფენების კურატორი;

 

 

  1. ნანა გოგოლაშვილი - 22 წლის, თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის, კულტურის მედიაციის სამსახურის „Art Session“-ის წევრი;

 

 

  1. ეკატერინე ყარსელიშვილი - 24 წლის, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ხელოვნებათმცოდნე;

 

 

  1. ელისაბედ ალფაიძე - 25 წლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო თეორიისა და პრაქტიკის კვლევების მაგისტრანტი, გამოფენების კურატორი;

 

 

  1. მარიამ შერგელაშვილი - 28 წლის, სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო კურატორი.

 

 

კულტურის სამინისტრომ პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდა ხელოვანების შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 7 მარტს გამოაცხადა. კანდიდატების ზღვრული ასაკი 30 წლამდე განისაზღვრა. კულტურის სამინისტრო გამარჯვებულ კანდიდატებს

 დაუფინანსებს ორმხრივ სამგზავრო ბილეთს, საცხოვრებელ ბინასა და დღიურ ხარჯებს.

 

 

სარეზიდენციო პროგრამის მიზნებისათვის, ვენეციაში სამინისტროს მიერ უკვე არის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შესაბამის საცხოვრებელ ფართზე მიმდინარე წლის 13 აპრილიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისთვის, რაც მოიცავს ბიენალეს

 მოსამზადებელ და ასევე გამოფენის დასრულებისას - პროექტის დახურვისთვის საჭირო პერიოდს.

 

 

ცნობისათვის, ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილს გაიხსნება და 2022 წლის 27 ნოემბრამდე გასტანს. 59-ე ბიენალეს კურატორია სესილია ალემანი, ხოლო ბიენალეს ქართველი კომისარია მაგდა გურული. საერთაშორისო

 გამოფენის თემა და სახელწოდებაა: „რძე სიზმრებისა“, რომელზეც საქართველო ეროვნული პავილიონით წარსდგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner