31 მარტს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, სკოლა „ოლიმპის“ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ. რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ მოსწავლეებს ფონდის საქმიანობა გააცნო, ესაუბრა ადრეული ასაკიდან მეცნიერებაში ჩართვის მნიშვნელობაზე, 31 მარტის რეფერენდუმზე, რომელიც ზვიად გამსახურდიას სახელსა და ღვაწლს უკავშირდება, ასევე საქართველოს ისტორიის სხვა მნიშვნელოვან თარიღებზე, მოვლენებზე, ქართველი მეფეების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. შეხვედრის დასასრულს უპასუხა დაინტერესებული მოსწავლეების შეკითხვებს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მათ ფონდის სახელით.