logo_geo
eng_logo
დავით დოიაშვილი: თიკა რუხაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის ხელმძღვანელობას თავს კარგად გაართმევს
- +

9 აგვისტო. 2016. 20:30


„ეს თიკას საქმეა და თავს ძალიან კარგად გაართმევს", - ამის შესახებ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის დირექტორის პოზიციაზე თიკა რუხაძის კანდიდატურის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.


 როგორც დოიაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, თიკა რუხაძესთან წლების ურთიერთობა აკავშირებს და მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.


„ვაძლევ თიკას რეკომენდაციას. ჩვენ ერთად გვიმუშავია და ვიცი მისი შესაძლებლობები, ორგანიზატორობის ნიჭი და მგონია, რომ ძალიან კარგად დაალაგებს ყველაფერს.

 

რაც თავი მახსოვს, თიკა ამ საქმითაა დაკავებული. ვიცი, რომ აქვს ურთიერთობა ყველანაირი შემოქმედების ტიპის ადამიანთან. თიკა არის ადამიანი, რომელმაც იცის ვის როგორ უნდა ესაუბროს, ვის უთხრას უარი.

 

ვფიქრობ, რომ ეს მისი საქმეა და ამას ძალიან კარგად გაართმევს თავს", - აღნიშნა დავით დოიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, 30-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოზიციაზე თიკა რუხაძის კანდიდატურა წარადგინა. საინიციატივო ჯგუფში არიან ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, დავით დოიაშვილი და საქართველოს კულტურის სხვა გამოჩენილი მოღვაწეები.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner