logo_geo
eng_logo
პრემიერმა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოჩა ენუქიძე წარადგინა
- +

9 აგვისტო. 2016. 20:35


"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის რაიონებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოჩა ენუქიძე წარადგინა. მისი თქმით, გოჩა ენუქიძე ძალიან გამოცდილი, საქმის ერთგული კაცია და ის არც ერთი წუთით არ მოაკლებს ყურადღებას მოსახლეობის ინტერესების დაცვას.



"მინდა გითხრათ, რომ წლევანდელ არჩევნებში სიახლეა - 5 საარჩევნო ოლქი ერთ ოლქად გაერთიანდა - ეს არის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის საარჩევნო ოლქი და თქვენ პარლამენტში გეყოლებათ ერთი წარმომადგენელი. „ქართული ოცნება" ამ გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად წარმოგიდგენთ გოჩა ენუქიძის კანდიდატურას. ბატონი გოჩა გახლავთ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. ძალიან გამოცდილი, საქმის ერთგული კაცია. დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული ოლქის წარმომადგენლობა ბატონი გოჩას პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის და ერთი წუთით არ მოაკლებს ყურადღებას თქვენი ინტრესების დაცვას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner