logo_geo
eng_logo
კონტრდაზვერვის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკი დავით ქართველიშვილი ვანო ნადირაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს
- +

31 მარტი. 2022. 18:58

 

 

„დოქსოპულო, შენ დედა გყაავს?“ - ამ სიტყვებით მინდა მივმართო ამ კონკრეტულ ვინმე ვანო ნადირაძეს. ოღონდ იმაზე მეტი სიტყვა და ასო-ბგერა მინდა გამოვიყენო, ვიდრე მის სიტყვიერ მარაგს წარმოადგენს. მინდა გავითვალისწინო მისი მძიმე მდგომარეობა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ვანო ნადირაძის ვიდეო მიმართვას, რომელიც ქართველ ოფიცრებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

 

„დოქსოპულო, შენ დედა გყაავს?“ - ამ სიტყვებით მინდა მივმართო ამ კონკრეტულ ვინმე ვანო ნადირაძეს. ოღონდ იმაზე მეტი სიტყვა და ასო-ბგერა მინდა გამოვიყენო, ვიდრე მის სიტყვიერ მარაგს წარმოადგენს. მინდა გავითვალისწინო მისი მძიმე მდგომარეობა - ომში მეომრად ყოფნა და თავი ავარიდო ტრადიციული, „კლასიკური“ ქართველისათვის შეუფერებელ - საქართველოს, მისი შვილებისა და მათი დედების მისამართით გაუკუღმართებული მოწოდებების პრაქტიკას. არანაირ შესაძლებლობას არ გიტოვებს, ელემენტარული ინტელექტის ფარგლებში ავუხსნა ამ მეტყველება/უუნარობის მქონე ადამიანისთვის მის გინება/გამოშიგნებულ შუალედებში დასმულ წუხილებზე პასუხის გაცემას - რამეთუ, ვერ გაიგებს, ვერ მიხვდება და ღმერთმა არ ქნას, ამით მიყენებულმა ფსიქო/ემოციურმა ტრავმამ მას რეალურ, და არა ვირტუალურ ბრძოლაში - ხელი შეუშალოს. და ეს რჩევა რომელიმე კომპიუტერული „ვირთხის“ მხრიდან რომ არ მიიღოს, ხელს მოვაწერ ჩემი რეალური რეგალიებით - კონტრდაზვერვის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკი დავით ქართველიშვილი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner