logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ვანო ნადირაძეზე: აფთრები, რომ სისხლის სუნს იგრძნობენ, ისეა საქართველოს გარშემო შეკრებილი მტერი, თუ ცხვრის ქურქიანი მგელი
- +

31 მარტი. 2022. 19:29

 

 

„ეს სამხედრო გამოიყვანა დღეს „TV პირველმა“ და პირდაპირ ეთერში ალანძღინა სახელმწიფო, ჯარი, პოლიცია და მიმართვა გააკეთებინა ქართველ ოფიცრებზე, სამხედრო გადატრიალება მოაწყვეთო...“, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ბატალიონ „დონბასის“ მეთაურ ვანო ნადირაძეზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

 

„ბელადმა ჯოხი დაიქნია და დიდი და პატარა დაეწყო, სიმაღლის მიხედვით... ეს სამხედრო გამოიყვანა დღეს „TV პირველმა“ და პირდაპირ ეთერში ალანძღინა სახელმწიფო, ჯარი, პოლიცია და მიმართვა გააკეთებინა ქართველ ოფიცრებზე, სამხედრო გადატრიალება მოაწყვეთო... აფთრები, რომ სისხლის სუნს იგრძნობენ, ისეა საქართველოს გარშემო შეკრებილი მტერი, თუ ცხვრის ქურქიანი მგელი... ოღონდ აქ რაიმე უბედურება დატრიალდეს, ხელებს იფშვნეტენ... რა პარადოქსია, კეზერაშვილი „თავისუფალ“ სიტყვას აფინანსებს... რუსულ დეოკუპაციაზე, მიშამადიდებლები საუბრობენ... ნაყოფიას რუსული პასპორტი ისევ გულის ჯიბით დააქვს...“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner