logo_geo
eng_logo
ნატოს გენერალური მდივნის წლიური ანგარიში: ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა კვლავ უზრუნველყოფდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას
- +

31 მარტი. 2022. 20:02

 

 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა კვლავ უზრუნველყოფდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის წლიურ (2021) ანგარიშშია ნათქვამი.

 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა კვლავ უზრუნველყოფდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან ურთიერთავსებადობის გაძლიერებას. ეს საქართველოს ალიანსში საბოლოო წევრობისთვის მომზადებაში ეხმარება“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

ნატოს გენერალური მდივნის 2021 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროგრესი მიღწეულია სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ახალ ინიციატივაში, სამხედრო პოლიციის კუთხით, სამხედრო ინჟინერიაში, სპეცოპერაციების ძალებსა და კრიზისების მენეჯმენტში.

 

გარდა ამისა, ასევე შემუშავდა პროექტები კიბერ-ლაბორატორიის შექმნისა და საზღვაო და საჰაერო სივრცის სიტუაციური ცნობიერების გაუმჯობესების კუთხით.

 

ალიანსში აღნიშნავენ, რომ საქართველო 2021 წლის ივლისამდე მონაწილეობდა ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში. შემდგომში საქართველომ მხარი დაუჭირა ავღანეთიდან ევაკუაციას, როგორც სატრანზიტო ლოკაცია ევაკუირებულებისთვის. საქართველო ასევე განაგრძობდა ნატოს რეაგირების ძალებში წვლილის შეტანას.

 

ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ყველა ქვეყანას უნდა შეეძლოს, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, შეუერთდება თუ არა ნატოს მსგავს რომელიმე ხელშეკრულებას ან ალიანსს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ გაფართოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს თავად ნატო და საჭიროებს ყველა მისი წევრის კონსენსუსს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner