logo_geo
eng_logo
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა მობილიზებული
- +

31 მარტი. 2022. 20:13

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ აბაშის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და იმპლემენტები დაათვალიერეს.

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული ტექნიკა მზად არის აგროვადების გათვალისწინებით ჩაერთოს შესაბამის აგროტექნიკურ სამუშაოებში.

 

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ შარშან დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. პროგრამით, რომლისთვისაც 50 მლნ ლარი გამოიყო, 2300-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა და, დაახლოებით, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება გახდა შესაძლებელი. დღეს შევხვდით იმ ფერმერებს, რომლებმაც ისარგებლეს პროგრამით და დავათვალიერეთ ახალი ტექნიკა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფერმერების მაქსიმალური მხარდაჭერა. მომავალშიც განვახორციელებთ პროგრამებს, რომლებიც ტექნიკით უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. მეტი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ქვეყანაში ნიშნავს, რომ შესაბამისი აგროვადებით დამუშავდება ყველა ის ნაკვეთი, რომელთა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში მოქცევა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner