logo_geo
eng_logo
“ჩემი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, იქაური ხელისუფლება და ჩვენი შინაური დამაქცევლები ერთი კორპორაციაა”
- +

31 მარტი. 2022. 20:19

 

 

რუ­სე­თის უკ­რა­­ნა­ში შეჭ­რი­დან თვე­ზე მეტი გა­ვი­და, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ უმ­ძი­მე­სი პრო­ცე­სი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მა­ინც ორ­მაგ სა­ხეს ატა­რებს. ერთი მხრივ, თით­ქოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ვერ­ბა­ლუ­რა­დაც უკ­რა­­ნას სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბებს სა­ზო­გა­დო­­ბის ნა­წი­ლი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში ატა­რებს. თა­ვის მხრივ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სა­ბო­ლო­ოდ გა­იწ­ვია ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­დან.

“არი­ან ადა­მი­­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვებ­თან ერ­თად მუ­შა­­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს და­სა­ცა­ვად იმის­თვის, რომ უკ­რა­­ნამ თა­ვი­სი მო­მავ­ლის არ­ჩე­ვა შეძ­ლოს. ჩვენ ვა­ფა­სებთ თი­თო­­­ლი ასე­თი ადა­მი­­ნის ქმე­დე­ბას. არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ დარ­ჩნენ იქ, სა­დაც არი­ან. დღეს ხელი მო­ვა­წე­რე, მა­რო­კო­დან ელ­ჩის გა­მოწ­ვე­ვას. ასე­ვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­დან. დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით: არ იქ­ნე­ბა შე­­­რა­ღე­ბა, სან­ქცი­­ბი, შე­ზღუდ­ვე­ბი რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის, გთხოვთ, ეძე­ბეთ სხვა სამ­სა­ხუ­რი”, – გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ. ან­ჯე­რად მას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღარ უხ­სე­ნე­ბია.

“წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია უკ­რა­ი­ნის მა­ღა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კრი­ტი­კა ჩვენს მი­მართ, თურ­მე აქე­დან ია­რა­ღი რა­ტომ არ ჩა­დის… ეს გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს იმას, რომ ქვეყ­ნის ში­ნა­უ­რი და­მაქ­ცევ­ლე­ბი და ისი­ნი ერთი კორ­პო­რა­ცი­აა”, – აცხა­დებს მსა­ხი­ო­ბი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­თან ინ­ტერ­ვი­უ­საც გთა­ვა­ზობთ:

– არ ვიცი, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ამ ტექ­ნო­ლო­გი­ურ ეპო­ქა­ში ომე­ბის მომ­ხრე რო­გორ უნდა იყოს… ამის ყუ­რე­ბაც და გა­გო­ნე­ბაც კი დიდი უბე­დუ­რე­ბაა! არ მე­გუ­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რი, ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, ამ ყვე­ლა­ფერს სა­შინ­ლად რომ არ გა­ნიც­დი­დეს. ვხე­დავთ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს არ სძი­ნავს და ნერ­ვო­ზი აქვს უკვე ყვე­ლას ამ ომის გამო…

დიდი უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს და ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლა დო­ნე­ზე გა­მო­ხა­ტა… ამის მტკი­ცე­ბას აღარ შე­ვუდ­გე­ბი.

ის­მის კრი­ტი­კაც რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­დან არ იგ­რძნო­ბა სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­­ნის მი­მართ…

– ათას­ჯერ მაქვს ერთი და იგი­ვე ნათ­ქვა­მი, ათას პრო­ვო­კა­ტორ­საც გა­და­ვე­ყა­რე… ნათ­ქვა­მია, კარგ მთქმელს კარ­გი გამ­გო­ნე უნ­დაო, მაგ­რამ ამ სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქვე­ყა­ნა­ში, მტყუ­ან-მარ­თლის გარ­ჩე­ვა გა­ჭირ­და… ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, ტან­კე­ბი აქვე დგა­ნან, უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში გავ­ლი­ლი გვაქვს ომე­ბი: სა­მო­ქა­ლა­ქო, აფხა­ზე­თის, სა­მა­ჩაბ­ლოს, კი­დევ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა­ში სიფრ­თხი­ლე ჩანს, რომ იგი­ვე კვლავ არ გან­მე­ორ­დეს. ის შეც­დო­მე­ბი რომ არ გა­ვი­მე­ო­როთ, რაც ადრე და­ვუშ­ვით. და­ახ­ლო­ე­ბით ამ სუ­რათს ვხე­დავ და და­ნარ­ჩე­ნი სამ­ხედ­რო თე­მებ­ზე სა­უბ­რის­თვის მე ვერ გა­მოვ­დგე­ბი, ამა­ზე ექ­სპერ­ტე­ბი ილა­პა­რა­კე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ელ­ჩის გაწ­ვე­ვას, ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს და მებ­რძო­ლებს, უბ­რა­ლოდ, გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს ის, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ გა­გა­ნია ომის დროს ისეთ არა­მე­გობ­რულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­სა­მარ­თით… გან­სა­კუთ­რე­ბით უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია ჩემი აღ­შფო­თე­ბა, როცა თქვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტი რა­ტომ არ იხ­სნე­ბაო… ანუ რა­ტომ არ გვეყ­რე­ბა ჩვენც ბომ­ბე­ბი და ამ უბე­დუ­რე­ბა­ში არ ვართ გახ­ვე­უ­ლი… ეს გა­ვაკ­რი­ტი­კე, მერე ზოგს აე­რია, ამი­ტო­მაც კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავ, ჩემი საყ­ვე­დუ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ არ ყო­ფი­ლა, ეს იყო იმ პი­როვ­ნე­ბე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვე­ბენ…ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია, ამას ურ­თი­ერ­თო­ბა და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღარ ჰქვია…

და­უშ­ვე­ბე­ლია ასე ურ­თი­ერ­თო­ბა მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას­თან, რო­მელ­მაც ნე­ბის­მი­ერ მა­ღალ ფო­რუმ­ზე მხა­რი და­გი­ჭი­რა… იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვენ­გან სო­ლი­და­რო­ბა, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლად არ ეკუთ­ვნო­და ასე­თი რამ…ამ ტო­ნით ლა­პა­რა­კი არც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას და არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ გვე­კუთ­ვნის, არ არის სწო­რი! ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმას გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ სხვა პრო­ცე­სე­ბი მი­დის… ჩვენ­ში ბევ­რის­თვის ერ­თი­ან გუნ­დად ჩანს, ისი­ნი, ვინც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. ოპო­ზი­ცი­ას წარ­მო­ად­გე­ნენ და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ­ნი… რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­დი­ოდ­ნენ ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სხვა ქვეყ­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ზე ის­ხდნენ და რა­ღაც თე­მებს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ?! ეს რაც შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით ჩანს და მო­მა­ვალ­ში კი­დევ ბევ­რი რამ გა­ირ­კვე­ვა!

ვინ ვის უკ­რძა­ლავს აზრს გა­მოთ­ქმას და მსჯე­ლო­ბას, მაგ­რამ ყვე­ლას უპირ­ვე­ლე­სად ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უნდა გგიყ­ვარ­დეს და დღე­ვან­დელ რე­­ლო­ბას ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დეთ. უნდა იფიქ­რო იმა­ზე, რომ შენს ქვეყ­ნა­ში მსგავ­სი რამ არ მოხ­დეს! თით­ქოს თავ­დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის­თვის თან­და­თან კლე­ბუ­ლობს, თუ სა­ერ­თოდ არ გამ­ქრა­ლა. ეს არის სა­ფიქ­რა­ლი და სა­დარ­დე­ბე­ლი! ძა­ლი­ან ბევ­რი დი­ნე­ბე­ბია, რო­მელ­ზეც შემ­დეგ დრო გას­ცემს პა­სუხს… მი­­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი მხრი­დან მო­დის ამ­ხე­ლა პრო­პა­გან­და, აქ ძნე­ლია რე­­ლუ­რი სუ­რა­თი და­­ნა­ხო… ახლა მთა­ვა­რია ამ უდა­ნა­შა­­ლო ადა­მი­­ნე­ბის ხოც­ვა-ჟლეტ­ვა შე­წყდეს და პრო­ცე­სე­ბი ისე წა­რი­მარ­თოს, რაც უკ­რა­­ნას წა­ად­გე­ბა...

ახლა ლა­პა­რა­კო­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, ის­მის კი­თხვა, აქამ­დე არ შე­იძ­ლე­ბო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რათა ომი არი­დე­ბუ­ლი ყო­ფილ­ყო და ეს ამ­დე­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ხო­ცი­ლიყ­ვნენ?!

რუ­სეთ­ზე რას იტყო­დით?

– რუ­სე­თი­დან იმ­დე­ნი დარ­ტყმა გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმ­დენ­ჯერ მოგ­ვა­ტყუ­ეს, ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია, რა ფორ­მა უნდა გა­მო­ი­ძებ­ნოს, რომ მათ და­ვე­ლა­პა­რა­კოთ და იგი­ვე არ გან­მე­ორ­დეს… რა იმე­დე­ბიც გვქონ­და პა­ტა­რა ერებს, რომ და­სავ­ლე­თის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი დაგ­ვი­ცავ­დნენ და უბე­დუ­რე­ბას აგ­ვა­რი­დებ­დნენ, ეს ცოტა არ იყოს გა­ფერ­მკრთა­ლე­ბუ­ლია, რაც ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს…

ამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩემ­თვის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, რო­დე­საც ადა­მი­ანს არ ეს­მის, ან არ იცის პრობ­ლე­მის სიღ­რმე და სირ­თუ­ლე და მა­ინც ლა­პა­რა­კობს… ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს ეს უბე­დუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც გად­მო­ვი­დეს! ეს ფსევ­დო­სო­ლი­და­რო­ბა, ფსევ­დო­ვაჟ­კა­ცო­ბა, სხვი­სი და­მუ­ნა­თე­ბა, რომ მშიშ­რე­ბი არი­ან, მი­უ­ღე­ბე­ლია. სა­ხელ­მწი­ფოს­თან მათი აზ­რის გა­ი­გი­ვე­ბა ნამ­დვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა! თან ყვე­ლა­ფე­რი იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან მო­დის, რომ­ლე­ბიც 2008 წლი­დან გარ­ბოდ­ნენ და ახლა სხვებს აქე­ზე­ბენ.

ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბაა და ახლა ძა­ლი­ან დიდი გო­ნი­ე­რე­ბა გვმარ­თებს… ყვე­ლა ნა­ბი­ჯი ისე უნდა გა­დავ­დგათ, რომ არც ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა შე­ი­ლა­ხოს და არც და­ვი­ღუ­პოთ! აი, ეს არის ზუს­ტად დიპ­ლო­მა­ტია. არ ვამ­ბობ, რომ ში­შით ვკან­კა­ლებ­დეთ, მუხ­ლებ­ზე დავ­დგეთ და ხე­ლე­ბა­წე­უ­ლი ვი­ყოთ, ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია! მე ვლა­პა­რა­კობ რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში და დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში უნდა იყოს ის სიბ­რძნე და ვაჟ­კა­ცო­ბა, რა­საც ქვია წი­თე­ლი ხა­ზე­ბის არ­გა­დაკ­ვე­თა და თან შენი ღირ­სე­ბის დაც­ვა! ახლა ერ­თმა­ნე­თის პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე წა­მო­გე­ბა და შან­ტა­ჟი კი არა, პი­რი­ქით გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გვმარ­თებს! რაც არ უნდა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი გვქონ­დეს, ქვეყ­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ერ­თი­ა­ნო­ბა და ერთი პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა! ჩვენ პა­სუ­ხი მო­მა­ვალ თა­ო­ბებს უნდა გავ­ცეთ და უგუ­ნუ­რე­ბას აღა­რა­ვინ გვა­პა­ტი­ებს! ვაჟ­კა­ცო­ბა და უგუ­ნუ­რე­ბა სხვა­დას­ხვა რა­მეა! დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლი რო­დე­საც ხე­დავ­და გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, ქვე­ყა­ნა რომ არ აე­ოხ­რე­ბი­ნათ, პი­რი­ქით იქით ეახ­ლა მტერს, – თავი მე მო­მა­ჭე­რით და ქვე­ყა­ნა არ აა­ოხ­რო­თო… აი ეს არის გმი­რო­ბა!

ახლა კი ვი­თა­რე­ბის მი­ხედ­ვით, სი­ტუ­ა­ცი­ას ძა­ლი­ან სწო­რი ანა­ლი­ზი ჭირ­დე­ბა, წარ­სუ­ლის შეც­დო­მე­ბი არ გა­ვი­მე­ო­როთ! ბო­ლოს­და­ბო­ლოს, თუ გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მა­შინ კი ბა­ტო­ნო, – “სჯობს სო­ცო­ცხლე­სა ნაძ­რახ­სა, სიკ­ვდი­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი!” უბ­რა­ლოდ, აქამ­დე არ უნდა მი­ვი­დეს საქ­მე და ამა­ზეა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად სა­მუ­შაო… კი­დევ ვი­მე­ო­რებ, წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია უკ­რა­ი­ნის მა­ღა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კრი­ტი­კა ჩვენს მი­მართ… ეს გვაფ­ქ­რე­ბი­ნებს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ში­ნა­უ­რი და­მაქ­ცევ­ლე­ბი და ისი­ნი ერთი კორ­პო­რა­ცი­აა. მი­უ­ღე­ბე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ჩემი სო­ლი­და­რო­ბა უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, რომ­ლებ­საც თა­ვის გა­სა­ჭი­რი, თა­ვის უბე­დუ­რე­ბა აქვს..

ბევრ თა­­ბას ახ­სოვს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სპე­ტაკ­ლებ­ში თქვე­ნი და ნინო კას­რა­ძის და­­ვი­წყა­რი დუ­­ტი… ბოლო მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი მან ღიად გა­მო­ხა­ტა თა­ვის მო­საზ­რე­ბა, რაში ეთან­ხმე­ბით და რაში არა?

– უდი­დე­სი მად­ლო­ბა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და დიდი პა­ტი­ვია ჩვე­ნი დუ­ე­ტი, რომ ასე გა­იხ­სე­ნეთ… ძა­ლი­ან კარ­გი დრო იყო… ნი­ნოს არა­სო­დეს მოკ­ლე­ბია ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტივსცე­მა! რაც სცე­ნა­ზე ერ­თად გა­ვი­ა­რეთ, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვი­რად ფა­სობს და ვიცი მის­თვი­საც… რა­ღა­ცა­ში შე­იძ­ლე­ბა ნინო არ და­მე­თან­ხმოს, რა­ღა­ცა­ში მეც, მაგ­რამ იმ ჩვენს ერ­თობ­ლივ საქ­მეს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ და ეს ყვე­ლა­ზე მთავ­რია.. .ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს რა ურ­თუ­ლეს წლებ­ში ვი­დე­ქით სცე­ნა­ზე, მაგ­რამ მა­შინ სიყ­ვა­რუ­ლიც მეტი იყო და კულ­ტუ­რის მი­მართ მო­თხოვ­ნაც… სიყ­ვა­რუ­ლი რომ და­ი­კარ­გა, ამას იმ­დე­ნად გან­ვიც­დი, მეტი რომ არ შე­იძ­ლე­ბა!

სა­უბ­რის და­სას­რულს, ისევ უკ­რა­­ნის თე­მას და­ვუბ­რუნ­დეთ…

– კი­დევ ერთხელ გა­მოვ­თქვამ ძა­ლი­ან დიდ აღ­შფო­თე­ბას იმის გამო, რაც ახლა უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა… პა­ტა­რა ერე­ბის და­სა­ცა­ვად მსოფ­ლი­ომ უფრო მეტი თუ არ გა­ა­კე­თა, სულ ასე ში­შის ქვეშ მოგ­ვი­წევს ყოფ­ნა… რა­ღაც რე­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბია სა­ჭი­რო. ასე გავჩნდით ამ­ხე­ლა მონ­სტრის გვერ­დით და სად გა­და­ვი­ტა­ნო ჩემი ქვე­ყა­ნა, რა გა­ვა­კე­თო? ეს არის სა­ფიქ­რა­ლი და სა­ტან­ჯვე­ლი! ეს უბე­დუ­რე­ბა რაც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, ჩვენ ხომ ნა­ნა­ხი გვაქვს და ამი­ტო­მაც ამ ფსევ­დო­პატ­რი­ო­ტიზმს, გულ­გრილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ ვე­რაფ­რით მი­ვი­ღებ! 60 წლის ვხდე­ბი, ბევ­რი რამ ვნა­ხე, ბევრ რა­მე­ში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ვიცი, რა რო­გორ არის… ეს ომი, კა­ცი­ჭა­მი­ო­ბა უნდა დამ­თავ­რდეს და იმ მა­გი­დას­თან უნდა აღ­მოვ­ჩნდეთ, სა­დაც რე­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი იქ­ნე­ბა…

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner