logo_geo
eng_logo
ზელენსკი: დღეს მარიუპოლი ყველაზე საშინელი ადგილია ევროპაში - მანდ ჯოჯოხეთია
- +

31 მარტი. 2022. 20:54

 

 

მარიუპოლი ევროპაში ყველაზე საშინელი ადგილია, სადაც შენობების 90%-ზე მეტი განადგურებულია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 

„უკრაინის სამხრეთ ნაწილში არის ქალაქი მარიუპოლი. უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი. ასე იყო ომამდე. ახლა ამ ქალაქის შენობების 90%-ზე მეტი განადგურებულია რუსული ავიაციისა და არტილერიის დარტყმების შედეგად. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხალხს პირდაპირ ეზოებში მარხავენ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, მარიუპოლის მისადგომები რუსი სამხედროების მიერ სრულად ბლოკირებულია, თუმცა ქალაქი არ ნებდება და ოკუპანტებთან ბრძოლას განაგრძობს.

 

„დღეს მარიუპოლი ყველაზე საშინელი ადგილია ევროპაში. მანდ ჯოჯოხეთია. მანდ კატასტროფაა, თუმცა არავის აქვს საკმარისი სიმტკიცე, რომ ეს კატასტროფა შეაჩეროს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner