logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე
- +

31 მარტი. 2022. 20:57

 

 

დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახალი განკარგულების თანახმად, ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობისას კომპანიებს რუსულ ბანკებში უნდა ჰქონდეთ ანგარიშები და საფასური რუბლებსი გადაიხადონ.

 

„დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ე.წ. არამეგობრულ სახელმწიფოებთან რუსული ბუნებრივი აირით ვაჭრობის წესებს ადგენს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამ ქვეყნებში კონტრაგენტებმა გამოიყენონ ძალიან მარტივი და გამჭვირვალე სქემა რუსული გაზის შესაძენად. მათ რუსულ ბანკებში რუბლის ანგარიში უნდა გახსნან და გადახდები ამ ანგარიშებიდან უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

ვლადიმერ პუტინის თქმით, ახალი რეგულაცია 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება.

 

„თუ ეს გადახდები არ განხორციელდება, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს მყიდველების მხრიდან შეუსრულებლობას წარმოადგენს და ეს გამოიწვევს შედეგებს. არავინ არაფერს გვაძლევს უფასოდ და არ ვაპირებთ ქველმოქმედებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner