კულტურის სამინისტრომ კონკურსის „დოკუმენტური სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
-
+
31 მარტი. 2022. 21:04
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „დოკუმენტური სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული პროექტებია:
- „ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში“, განმახორციელებელი - ი/მ გიორგი ჭუმბურიძე;
- „კლდეში ნაკვეთი ისტორია“, განმახორციელებელი - შპს კინოსტუდია ხომლი;
- „ლელობურთის შთამომავლები“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ ეთნო-ფილმი;
- „... მათ სხვა დრო წამოეწიათ“, განმახორციელებელი - ი/მ გიორგი მოლოდინაშვილი;
- „ქართული ინჟინერიის შედევრები“, განმახორციელებელი - შპს საპროდიუსერო სტუდია აკრობატი.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 110 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 24-მა განმცხადებელმა მომართა.