logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ კონკურსის „დოკუმენტური სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
- +

31 მარტი. 2022. 21:04

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „დოკუმენტური სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.

 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული პროექტებია:

  1. „ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში“, განმახორციელებელი - ი/მ გიორგი ჭუმბურიძე;
  2. „კლდეში ნაკვეთი ისტორია“, განმახორციელებელი - შპს კინოსტუდია ხომლი;
  3. „ლელობურთის შთამომავლები“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ ეთნო-ფილმი;
  4. „... მათ სხვა დრო წამოეწიათ“, განმახორციელებელი - ი/მ გიორგი მოლოდინაშვილი;
  5. „ქართული ინჟინერიის შედევრები“, განმახორციელებელი - შპს საპროდიუსერო სტუდია აკრობატი.

 

კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 110 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 24-მა განმცხადებელმა მომართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner