logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ელჩის გაწვევით უკრაინამ შეცდომა დაუშვა
- +

31 მარტი. 2022. 21:07

 

 

„უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არაარგუმენტირებულია.საქართველო დიდი ხანია პიარზე გათვლილი პოლიტიკის ნაცვლად საქმეზე/შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს, უკრაინის შემთხვევა არ არის გამონაკლისი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას.

 

მისი თქმით,  უკრაინას სურს საქართველო ომის მხარე გახდეს, რაც მხოლოდ მის ინტერესებში შედის:

 

„საქართველომ უკრაინას საერთაშორისო დონეზე უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა, რისი არდანახვაც უმადურობაა. საქართველოს ერთადერთი დანაშაული მშვიდობაა, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის. უკრაინას სურს საქართველო ომის მხარე გახდეს, რაც მხოლოდ მის ინტერესებში შედის. მესმის ომია, მაგრამ ის, რასაც ზელენსკი აკეთებს, პირდაპირ კავშირშია ომის პარტიად წოდებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც დღენიადაგ ომის პროვოცირებას და საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ელჩის გაწვევით უკრაინამ შეცდომა დაუშვა. აღნიშნულს მალე მიხვდებიან, მაგრამ გვიანი იქნება, არ შეიძლება ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობა, კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის მერკანტილურ მიზნებს შესწირო“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner